“დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეები ხედავენ ფასების შემცირების კუთხით როგორი მუშაობა მიმდინარეობს.
„არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიც დაგვჭირდეს. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ თუ როგორი მუშაობა მიმდინარეობს ფასების შემცირების კუთხით. მომავალ კვირას პარლამენტიც ჩაერთვება ამ სამუშაოში და დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული. კონკრეტულ სივრცეს ვხედავთ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და ისიც არ არის გამორიცხული, რომ აპრილამდეც კონკრეტულ მიმართულებებზე შემცირდეს ფასები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.