შალვა პაპუაშვილი: ვაქვეყნებ ჩემს მიერ, შარშან მაისში, ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი

“კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემს მიერ, შარშან მაისში, ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი,” – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მიიღო.

“კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემს მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.

პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.

ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც – აი, რად აქციეს დღეს “პროევროპულობა”- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები