„პრემიერის დასწრება უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მისასალმებელია“

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ჩანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, უშიშროების საბჭოს ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„უშიშროების საბჭოს არსებობა, ჩატარება, ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფორმატი არსებობდა, არსებობს და, ალბათ, მომავალშიც იარსებებს, რადგან სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მე, როგორც ვიცი, დღეს უნდა გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა და, როგორც ვიცი, პრემიერიც მიბრძანდება, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები