ირინე იმერლიშვილი: პრემიერი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით არ წარდგება

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, დღეს ჩანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოხსენებით არ წარდგება. მისივე თქმით, აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მომხსენებლები პაატა ზაქარეიშვილი და მაია ფანჯიკიძე იქნებიან.
„გარდა მუდმივი წევრებისა, დაესწრებიან მოწვეული წევრებიც. დღის წესრიგი არის აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი, ბატონი პაატა ზაქარეიშვილი. პრემიერი უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი გახლავთ, შესაბამისად, იგი დაესწრება სხდომას, თუმცა, პრემიერი მოხსენებით არ წარდგება. მე იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც უშიშროების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები კონსტიტუციასთან მოვა შესაბამისობაში, პრემიერი და ყველა მუდმივმოქმედი წევრი დაესწრებიან იმ სხდომებს, რომელზეც უშიშროების საბჭო კომპეტენტური იქნება, იმსჯელოს“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები