„დაბრუნდეს ჯანსაღი სჯა-ბაასი ქართულ მედიასივრცეში – დებატი, რომელმაც ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად მოქნილად და პირდაპირი გზით მიწოდება უნდა უზრუნველყოს” – მათიკაშვილი
“მარტივია სიმართლის დანახვა, რადგანაც ვერც ერთი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ლოგიკას ვერ გაუძლებს. ნაწილმა უკვე დამარცხება გამოაცხადა, ჯერ დებატები არ დაწყებულა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
მან პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივა შეაფასა, რაც მედიასივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნებას გულისხმობს.
„დაბრუნდეს ჯანსაღი სჯა-ბაასი ქართულ მედიასივრცეში – დებატი, რომელმაც ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად მოქნილად და პირდაპირი გზით მიწოდება უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, საზოგადოების განსჯადია თუ რომელ მხარეს არის სიმართლე. მარტივია ამ სიმართლის დანახვა, რადგანაც ვერც ერთი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ლოგიკას ვერ გაუძლებს. ნაწილმა უკვე დამარცხება გამოაცხადა, ჯერ დებატები არ დაწყებულა, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.