Politico: კალასი ფონ დერ ლაიენს “დიქტატორს” უწოდებს
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს „დიქტატორად“ მიიჩნევს, – ამის შესახებ Politico ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორ პოლიტიკოსს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბულია, ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობა კაია კალასის წინამორბედთან, ჯოზეფ ბორელთან.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ესტონელი კალასი ესპანელ ბორელზე სუსტ პოზიციაზეა.
“ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის პოზიციას ასევე ართულებს ლიბერალური პარტიის შეზღუდული გავლენა ესპანელ სოციალისტებთან შედარებით, რომლებსაც ჯოზეფ ბორელი წარმოადგენს”,- წერს პოლიტიკო.
გარდა ამისა, ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების გენერალური დირექტორატის (DG MENA) შექმნის შემდეგ, კაია კალასს ხმელთაშუა ზღვის საკითხებზე პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება.
ამავდროულად, როგორც ცნობილია, ევროკომისია გეგმავს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ზომის შემცირებას.