“ისტორიული მომენტია, როცა ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა დადგა” – ნინო წილოსანი

“ცნობილია, ჯეი დი ვენსი რა მიზნით ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამერიკის პრეზიდენტის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მშვიდობა გამყარდეს და ამ ორ ქვეყანას შორის ყველა თანამშრომლობის ფორმატი აღდგეს”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას მიესალმება.

„ცნობილია, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი რა კონკრეტული მიზნით ჩამოდის სომხეთსა და აზერბაიჯანში. ისტორიული მომენტია, როცა ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა დადგა. ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას. მივესალმებით, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა იყოს. ამერიკის პრეზიდენტის ძალისხმევა მიემართება იქითკენ, რომ მშვიდობა გამყარდეს და ამ ორ ქვეყანას შორის ყველა თანამშრომლობის ფორმატი აღდგეს. ალბათ, მათი მხრიდან ძალისხმევა არ იქნება დაშურებული, რომ ეს იდეა განხორციელდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალისხმევის გასაძლიერებლად გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები