“უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობას, საერთო ღირებულებებს, მომავლის საერთო ხედვას” – შალვა პაპუაშვილი
“უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შევხვდი.
შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოსა და უნგრეთს შორის მტკიცე მეგობრობას, საერთო ღირებულებებს, მომავლის საერთო ხედვას”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძლიერია კავშირები პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს შორის.
“გავიხსენე ნაყოფიერი ვიზიტი უნგრეთში და აღვნიშნე, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება წარმატებით ხორციელდება, რაზეც მეტყველებს ყველა დონეზე ხშირი გაცვლები და სხვადასხვა საკითხზე გამოცდილების აქტიური გაზიარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, აგრეთვე, ამ წლის აპრილში უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. იშტვან იაკაბმა ხაზი გაუსვა ევროპაში პატრიოტული ძალებისადმი მზარდ მხარდაჭერას და ისაუბრა უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე.
იშტვან იაკაბმა დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა”, – წერს პაპუაშვილი.