საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ნიუ-იორკის გამოფენასა და სამოგზაურო მედია ფორუმზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში New York Travel & Adventure Show მონაწილეობს. ნიუ-იორკში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია ქართული კერძო სექტორი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენას ესწრება უწყების ხელმძღვანელი. მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო PR- და ავია-კომპანიების, პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით.

New York Travel & Adventure Show-ს ფარგლებში, საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებსა და უცხოელ ტუროპერატორებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ინფორმაცია მიიღონ ტურისტული პროდუქტებისა და კურორტების შესახებ. სპეციალურად სტუმრებისთვის მიმდინარეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება და პრეზენტაციები.

გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია წარმოდგენილი. New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები