პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მართლსაწინაარმდეგოდ დაუფლებული ხელჩანთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები