უძველესი ხანის ჯადოქრის დაკრძალვის რიტუალი – პირველი ”ქელეხი”?

კონექტიკუტის შტატის ზოოარქეოლოგების, ლეონორ გროსმანისა და ნატალი მუნროს მიერ აშშ-ს “მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” შრომებშიგამოქვეყნებული კვლევები ცხადყოფს, რომ შამანების დაკრძალვასთან დაკავშირებული ქელეხი იყო მხოლოდ ერთი თავი ინტენსიურ რიტუალურ ცხოვრებაში ნატუფიანელებისა, რომლებმაც როგორც ცნობილია, დედამიწაზე პირველებმა მიატოვეს მომთაბარე ცხოვრება და დასახლდნენ სოფლად.
12000 წლის წინ, ჩრდილოეთ ისარაელში, მზით განათებულ გამოქვაბულში, მგლოვიარეებმა დაასრულეს შემწვარი კუს ხორცის ჭამა და შეაგროვეს ათეულობით გაშავებული ბაქნები. გამოქვაბულის იატაკზე ღია სამარის გვერდზე მუხლმოდრეკილებმა ბოლოჯერ მიაგეს პატივი მოხუცებულ გარდაცვლილ ქალბატონს და მოამზადეს სულიერი მოგზაურობისთვის.
მათ კუს ბაქნები გარდაცვლილს თავის ქვეშ და მუხლებთან ამოუწყვეს, აგრეთვე, მრავლად განალაგეს მისი ცხედრის ზემოთ და გარშემო. შემდეგ ჩაულაგეს ბევრი იშვიათი და მაგიური ნივთი – ოქროს არწივის ფრთა, ლეოპარდის მენჯი და ადამიანის მოკვეთილი ფეხი.
”მისი შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ ეს საიდუმლოებით მოცული ქალი – წარმომადგენელი ნატუფიანელების კულტურისა, რომელიც ყვაოდა 15000 და 11600 წლების წინ ახლანდელი ისრაელის ტერიტორიაზე, იორდანიაში, ლიბანში და შესაძლებელია სირიაშიც – იყო მსოფლიოში ყველაზე პირველი შამანი ქალი. გამოცდილ ჯადოქრად და მკურნალად აღიარებული ქალი აგრეთვე მიაჩნდათ სულიერ სამყაროსთან დამაკავშირებლად, რომელიც საკუთარი ხალხის სახელით ურთიერთობას დაამყარებდა ზებუნებრივ ძალებთან, ”- განაცხადა გროსმანმა.

ვრცლად: Ancient Sorcerer’s “Wake” Was First Feast for the Dead?
ნატუფიანელების კულტურის შესახებ:
http://en.wikipedia.org/wiki/Natufian_culture

წყარო: http://tornikeeristavi.blogspot.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები