აქციები ირანში – ეკონომიკური კრიზისის გამო დემონსტრაციები არ წყდება

ირანში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, დემონსტრაციები ბოლო დღეებში თეირანში და სხვა დიდ ქალაქებში გაიმართა.

პროტესტის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფასების სწრაფი ზრდის, ცხოვრების გაძვირების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო. აქციებში მონაწილეობენ ბაზრის მოვაჭრეები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები. რიგ რეგიონებში დაფიქსირდა მაღაზიების დროებითი დახურვა და გაფიცვის მცდელობები.

ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირანულმა რალმა ამერიკულ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ექსპერტების შეფასებით, ვალუტის გაუფასურება ზრდის იმპორტირებულ საქონელზე ფასებს და აძლიერებს ინფლაციურ ზეწოლას, რომელიც უკვე თვეებია, მაღალია.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის „კანონიერი მოთხოვნების“ მოსასმენად და ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა უსაფრთხოების ძალები რამდენიმე ქალაქში კვლავ მობილიზებულები რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები