ჟურნალისტის ცემისთვის ბრალდებული კემულარია ციხეში პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდა
ავთო კემულარია, რომელმაც გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის დაწსებულების ყოფილი თანამშრომელია, – აღნიშნულ განცხადებას ყოფილი პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, ავთანდილ კემულარია არის გლდანის ციხის ჯალათებს შორის ერთ-ერთი, რომელიც პატიმრების გაუბედურებით და დამცირებით სიამოვნებას იღებდა. „გლდანის ციხეში ჯერ კიდევ „კარანტინზე“ ვიყავი, როცა კემულარიას შევხვდი, ეს იყო 2010 წლის მაისის თვე. „კარანტინიდან“ გამომიყვანეს 2 დღის ნატანჯი და თითის ანაბეჭდების ასაღებად შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც რამდენიმე პიროვნება იმყოფებოდა და მათ შორის კემულარია, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა… კემულარია მეუბნებოდა – რა არ გასვენებთ, რომელ მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობთ, სწორედ ამ უაზრო მენტალობამ დაანგრია საქართველო, მართლამდიდებლები რომ არ ვყოფილიყავით, რუსებთან არანაირი გადაკვეთა არ გვექნებოდა და დამარცხებულები არ ვიქნებოდითო!.. მოკლედ, ზაზა დავითაიაზე თავდამსხმელი ავთო კემულარია არის გლდანის ციხის ჯალათებს შორის ერთ-ერთი, რომელიც პატიმრების გაუბედურებით და დამცირებით სიამოვნებას იღებდა“, – განაუცხადა „ასავალ-დასავალს“ შოთა აფხაიძემ.