მაია ფანჯიკიძე ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს შთამბეჭდავს უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მთავრობის 2-წლიანი საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს აფასებს. როგორც ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განუცხადა, პრემიერის ანგარიში შთამბეჭდავი იყო. “მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა, რომელიც დღეს მოვისმინე. იყო ბევრი ისეთი რამ, რაც უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე თვითონ არ ვიცოდი და დავრჩი გაოცებული, ამაყი იმ მიღწევებით, რომელიც საქართველოს მთავრობას ბოლო ორი წლის განმავლობაში აქვს. ეს იყო კონკრეტულ ფაქტებზე აგებული სიტყვა და მასში არაფერი არ იყო ზოგადი – პრემიერმა ისაუბრა კონკრეტულ მიღწევებსა და კონკრეტულ გეგმებზე”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება აფხაზებისა და ოსებისადმი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას, საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფსაბით, ეს არის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი.
“ეს არის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი, რათა ვიცხოვროთ ერთად და ერთად ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომელიც საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში ექნება”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების წინაშე 2-წლიანი ანგარიშით წარდგენისას აფხაზ და ოს ხალხს მიმართა და მათ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები