თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ომის ორივე მხარით – მას აღარ სურს ლაპარაკი, მას ქმედება სურს
ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ომის ორივე მხარით, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს აღარ სურს ლაპარაკი, მას ქმედება სურს.
„ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ომის ორივე მხარით. მას ყელში ამოუვიდა შეხვედრები, რომლებიც მხოლოდ შეხვედრებისთვის იმართება. მას აღარ სურს ლაპარაკი, მას ქმედება სურს“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.