უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
„მიმაჩნია, რომ უკრაინელმა ხალხმა ამ კითხვას უნდა უპასუხოს. არჩევნების ფორმატში თუ რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს უკრაინის ხალხის პოზიცია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ ამჟამად ბევრი რამ ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
„ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი. ახლა, სინამდვილეში, ბევრი რამ, ვფიქრობ, ჩვენს არმიაზეა დამოკიდებული. რას შეაკავებს უკრაინელი სამხედროები, როგორ შეძლებენ მათ წინააღმდეგობის გაწევას, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ეს გავლენას ახდენს მთელ დიპლომატიურ სტრუქტურაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.