მაკა ბოჭორიშვილი – ფიშერზე: ვაცნობიერებთ, რომ კონკრეტული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის დებულებებთან, თუმცა ასევე ვთქვით, რომ კომენტარებს კონკრეტული ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ
,,ვხედავთ კარგად, ვაცნობიერებთ, რომ კონკრეტული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის დებულებებთან. თუმცა, ასევე ვთქვით, რომ კომენტარებს კონკრეტული ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, შეუძლებელია ყველა მის ქმედებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები ჰქონდეთ.
„ვხედავთ კარგად, ვაცნობიერებთ, რომ კონკრეტული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის დებულებებთან. თუმცა, ასევე ვთქვით, რომ კომენტარებს კონკრეტული ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ და შეუძლებელია ყოველ მის ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდეს საჯარო კომენტარები, საჯარო განცხადებები.
ჩვენ არ დავაზიანებთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გავუფრთხილდებით ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და არ მივყვებით იმ დღის წესრიგს, რაც მიმართულია ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანებაზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.