“რადიკალურ ოპოზიციას დიდი ხანია, რომ მომავალი დაკარგული აქვს, არანაირ რესურსს ის აღარ ფლობს” – მაჭარაშვილი

“რადიკალურ ოპოზიციას დიდი ხანია, რომ მომავალი დაკარგული აქვს, არანაირ რესურსს ის აღარ ფლობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“წლებია უკვე ამას ვამბობთ და კარგია, თუ ვინმე ახლა მაინც მიხვდება “ნაცმოძრაობასა” და მათ ფილიალებში თავი დაანებოს ამ პოლიტიკას. ერთგვარად ეს არის სწორი შეფასება, როცა შენ ხედავ და ამბობ, რომ რევოლუციას და დამხობას აზრი არ აქვს, არჩევნებში შენს მონაწილეობას აზრი არ აქვს, ამ შემთხვევაში უნდა მიხვდე, რომ თავი დაანებო პოლიტიკას. მიხვდა ეს ხალხი და ერთი ნაბიჯი დარჩა, დაანებონ თავი პოლიტიკას და თუ რამე სხვა შეუძლიათ, იმას მიჰყონ ხელი. ძალიან კარგ პოზიციაზე ყოფილან თუკი ამას ხვდებიან. რაც ბევრი მიხვდება, უკეთესია. დამხობას არასდროს აზრი არ ჰქონდა, მათ მონაწილეობას არჩევნებში არასდროს აზრი არ ექნება. გამოსავალი არის ერთი, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან”, – თქვა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები