რატი იონათამიშვილი: იმისთვის, რომ ევროპა გადარჩეს, ევრობიუროკრატია უნდა შეიცვალოს

,,ჩვენ პირველებმა მივუთითეთ, რომ ევროკავშირი არ გამოხატავდა ევროპის ინტერესებს და დღეს ფაქტობრივად ჩვენ იგივე გვესმის აშშ-დან, მათ შორის უსაფრთხოების დოქტრინის ტექსტიდან”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატიამ და ევროკავშირმა ევროპულ ტრადიციულ და ფუნდამენტურ ღირებულებებს უღალატა.

„ევრობიუროკრატიამ დღეს ევროპა ძალიან მძიმე დღეში ჩააყენა. იმისთვის, რომ ევროპა გადარჩეს, ევრო ბიუროკრატია უნდა შეიცვალოს.

ამ ყველაფრის ფუნდამენტური მიზეზი არის ის, რომ ევრობიუროკრატიამ და ევროკავშირმა უღალატა ევროპულ ტრადიციულ და ფუნდამენტურ ღირებულებებს. ორმაგი თამაშები და ომის რიტორიკა მათ დღის წესრიგში წამყვან ადგილზეა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები