თენგიზ შარმანაშვილი: ALDE არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია

“ALDE არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა “ალდეს”განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებიც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, რადგან მილევად რეჟიმშია.

„ALDE არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ოპონენტები თვითონაც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, რადგან მილევად რეჟიმშია – ძალიან კარგად იციან, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ ამ სისულელის გავრცელების გამო, ეს ALDE მაინც ურცხვად იმეორებს ამას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი მტკიცებულება ამის არ არსებობს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ALDE-ში ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: “რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები