ლევან მაჭავარიანი: კანონის ფარგლებში, ვისაც უნდა შეიკრიბოს, რაც უნდა გააპროტესტონ – უბრალოდ, არ უნდა იძალადონ, სპეციალურად პრობლემა არ უნდა შეუქმნა და გააღიზიანო რიგითი მოქალაქე

კანონის ფარგლებში, ვისაც უნდა შეიკრიბოს, რაც უნდა გააპროტესტონ. უბრალოდ, არ უნდა იძალადონ, სპეციალურად პრობლემა არ უნდა შეუქმნა და გააღიზიანო რიგითი მოქალაქე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მანიფესტაციის შესახებ კანონები იმიტომ გამკაცრდა, რომ რიგით მოქალაქეების უმეტესობას ხელი ეშლებოდა.

„რაც შეეხება მანიფესტაციის შესახებ კანონს, აქ ორ საკითხზე აქვთ გართულება. ერთია – ქუჩის გადაკეტვის თემა, სადაც თითქმის ერთი წელი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტებოდა იმ რაოდენობა მოქალაქეების მხრიდან, რომელიც არ უნდა კეტავდეს, ჩვეულებრივად დაეტეოდნენ ტროტუარზე. ძალადობდნენ იმ ადამიანებზე, ვინც მანქანით გადაადგილდებოდნენ, ამიტომ საჭირო იყო გამკაცრება. გამკაცრდა თუ არა, ჩვენ ვხედავთ, რომ მოძრაობა არის ჩვეულებრივად აღდგენილი, ხელი ვერ ეშლებათ რიგით მოქალაქეებს. თუ შენ გინდა, რომ ხელოვნურად სირთულე შეუქმნა და შეაწუხო ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ამის საშუალებას არავის არ მივცემთ. ამ ყველაფრით, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნას ვპასუხობთ. ეს არანაირ კავშირში არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან. კანონის ფარგლებში, ვისაც უნდა შეიკრიბოს, რაც უნდა გააპროტესტონ, უბრალოდ არ უნდა იძალადონ, სპეციალურად პრობლემა არ უნდა შეუქმნა და გააღიზიანო რიგითი მოქალაქე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები