ლევან მაჭავარიანი – ელჩებზე: გამორიცხულია, რომ მათ ძალადობა დაგმონ, მაშინ ეს იქნება სიგნალი, რომ არ შეიძლება რადიკალიზმი საქართველოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ან რომელიმე სხვა დიპლომატი ტერორიზმში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის საქციელს დაგმობს.
„არანაირი მოლოდინი არ არის, არც ბატონი ჰერჩინსკის მხრიდან, არც დანარჩენი ელჩების მხრიდან, რომლებიც ასე უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. გამორიცხულია, რომ მათ ძალადობა დაგმონ, მაშინ იმ ჯგუფებისთვის ეს იქნება სიგნალი, რომ არ შეიძლება რადიკალიზმი საქართველოში. ეს აქტორები არიან დაკავებული იმით, რომ ძალადობა წახალისებული იყოს, დესტრუქცია წახალისებული იყოს. თვითონ ევროკავშირი აფინანსებს მდიდარ „ენჯეო-ორგანიზაციებს“, რომლებიც დაკავებულები არიან, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს ჩვენს საზოგადოებაში, მეტი შუღლი გაღვივდეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.