ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ელისაშვილმა ჩაიდინა, არის ტერორიზმი – 9 ნომერი ეკიდა გულზე ბოლო წლები, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნონ

ტერორიზმია ჩვეულებრივი და გვინდა, რომ დააფიქსიროს პარტია „ლელომ“. მათი სიის წევრია, ვიცე მერობას უპირებდნენ, 9 ნომერი ეკიდა გულზე ბატონ ელისაშვილს ბოლო წლები, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნონ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის.

„ეს, რაც ბატონმა ელისაშვილმა ჩაიდინა, არის ტერორიზმი და შეგვიძლია ეს კვალიფიკაცია მივანიჭოთ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალი აღიარებული აქვს. უდანაშაულობის პრეზუმფციაზე საუბარი სისულელეა. – კი ბატონო, დაველოდოთ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, თუმცა ორჯერ ორი ოთხია. ერთადერთი სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის წაკიდება ვერ მოვახერხეო, – ტერორიზმია ჩვეულებრივი და გვინდა, რომ დააფიქსიროს პარტია „ლელომ“. მათი სიის წევრია, ვიცე მერობას უპირებდნენ, 9 ნომერი ეკიდა გულზე ბატონ ელისაშვილს ბოლო წლები, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნონ.

ის განცხადება, რომ ეს ფორმა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ადამიანი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს რომ… ნახევრად ხუმრობით ვამბობ – მაშინ თავის თავი დაეწვა, რაღა სასამართლოს შენობას წვავდა. რა სისულელეა ასეთი გამართლება, რომ რაღაც მდგომარეობამდე მივიყვანეთ. რით მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე, მაშინ ისიც დააყოლონ.

პარტია „ალდეზე“ საუბარი ზედმეტია – კაია კალასი და მარტა კოსი ერთ-ერთი ლიდერები არიან იმ ჯგუფის, სადაც „ლელოს“ შედის. მათგან რომ ვერაფერს ვერ მოვისმენთ ნეგატიურს [ეს ცხადია], ამის მოლოდინიც არ გვაქვს, უბრალოდ, ჩვენი ვალდებულება არის და, შიგადაშიგ, პარლამენტის თავმჯდომარე ახსენებს მათ, რომ ეს არის დასაგმობი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები