გიორგი ვოლსკი: არის ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა – პროფესიების გადანაწილება ისე უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფოში მათი დასაქმების თემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს.
“არის ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა – პროფესიების გადანაწილება ისე, რომ სახელმწიფოში მათი დასაქმების თემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც მზადდება მაღალი დონის, შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მთელი პლეადა. ასე რომ, პერსპექტივაში სწორი ნაბიჯია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტებში მათ რაიმე შეზღუდვა ექნებათ,”- აცხადებს გიორგი ვოლსკი.