დიდი ბრიტანეთი უარყოფს ტრამპის ბრალდებებს, რომ ევროპა „არაფერს აკეთებს“ უკრაინაში მშვიდობისთვის

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ ევროპული ქვეყნები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ უკრაინაში ომის განხილვაზე, მისი გადაჭრის პროცესში წვლილის შეტანის ნაცვლად.

უფრო ადრე, Politico-სთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები „ზედმეტად ბევრს საუბრობენ“ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე და „არაფერს აკეთებენ“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცება.

„თქვენ ნახეთ, რამდენი ქვეყანა მონაწილეობს „მტკიცე ნების კოალიციის“ დისკუსიებში. თქვენ ასევე ნახეთ ის სამუშაო, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გასწია სანქციებზე რეაგირების ხელმძღვანელობით, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ“, – თქვა მან.

პრესსპიკერმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ მიმართ კვლავ მტკიცეა და მიესალმა „აშშ-ის მნიშვნელოვან ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, რაც არავის სურს ისე, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები