დიდი ბრიტანეთი ალექსანდრ დუგინს სანქციებს უწესებს
გაერთიანებულმა სამეფომ შვიდი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის, მათ შორის კრემლის რეჟიმის პროპაგანდისტისა და „გეოპოლიტიკოსის“ ალექსანდრე დუგინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
სანქციები დაეკისრა დუგინს და მის მიერ დაარსებულ „გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრს“, ასევე პროპაგანდისტულ რესურსებს Euromore-ს, „Holos“-ს და Telegram-ის არხს „Rybar“-ს, რომლის დამფუძნებელიც მიხაილ ზვინჩუკია.
სანქცირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში ყველა აქტივი გაეყინებათ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.