„მარია კალასი. გაკვეთილი“ – ინდოეთში რუსთაველის თეატრის გასტროლი გაიმართება

9 და 12 დეკემბერს ინდოეთში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გაიმართება სპექტაკლით – „მარია კალასი. გაკვეთილი“ (ტერენს მაკნელი). გამოყენებულია ინგლისური სუბტიტრები.
რუსთაველის ეროვნული თეატრის ინფორმაციით, სცენური ვერსიის ავტორები არიან – რობერტ სტურუა და ნინო კანტიძე;  რეჟისორი – რობერტ სტურუა; თარგმნა – მანანა ანთაძემ.
მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, დავით დარჩია, მარიტა მესხორაძე, არჩილ გოგიტიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი.
სპექტაკლში გამოყენებულია: ვერდის, ბელინის, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა.
გასტროლი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები