ალექსანდრე დარახველიძე:,,ბიბისიზე“ გასულ ფილმში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა

„ბიბისიზე“ გასულ ფილმში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

,,რაც შეეხება პოლიციას, მას აქვს უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ფოიერვერკების წვიმას, შავდებიან ადამიანები და პოლიციელები აქციის, „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში პოლიციას აქვს არათუ უფლება, ვალდებულება აქვს გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი. ეს არის წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ასეთი რამ ჩვენს, ასე ვთქვათ, სარგებლობაში არ არსებობს“, – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ BBC-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები