შალვა პაპუაშვილი: დღესაც ვნახეთ ზუსტად იგივე 3 000 ქართველი ხალხი, რომელიც წინაზე იყო – ნახევარი მანდატის წარმომადგენლები ფიქრობენ ამ ქვეყნის აყირავებას?

დღესაც ვნახეთ იგივე 3 000 ქართველი ხალხი, რომელიც წინაზე იყო. 3 000 ადამიანი პარლამენტში ნახევარი მანდატიც არ არის. ნახევარი მანდატის წარმომადგენლები ფიქრობენ ამ ქვეყნის აყირავებას?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ რუსთაველზე გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ხვალ შეუძლიათ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და მე-400 დღე აღნიშნონ ნაწყვეტი პროტესტის“.

„მათ ვეტყოდი, რომ ნუ აკნინებენ „გაყალბებული არჩევნების“ პროტესტის მნიშვნელობას. რამდენადაც მოვთვალე, თუ არ ვცდები, 399-ე დღე გამოდის, ასე რომ, ხვალ შეუძლიათ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და მე-400 დღე აღნიშნონ ნაწყვეტი პროტესტის. 26 ოქტომბერს დაიწყო ეს ყველაფერი. პირველი ტყუილი იყო, როდესაც საქართველოს მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა ღია ეთერში თქვა, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, 300 ათასი ზეციური ქართველი მოევლინა საარჩევნო უბნებს და გააჩინა ბიულეტენები, ადამიანები ხუთ-ხუთი პირადობით, თუ ერთი ადამიანი ხუთ უბანზე დადიოდა და ასე შემდეგ. ეს ტყუილები თქვეს cnn-ზე, bbc-ზე, შემდეგ ამას უცხოელებმა დაუკრეს კვერი – კი ბატონო, ისე არის, როგორც იტყვის ქალბატონი სალომეო. შემდეგ ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი, ვერაფერი დაამტკიცეს. პროკურატურაში იყო გამოძიება და ვერ დაამტკიცეს, უცხოეთში წავიდნენ, ვერაფერი დაამტკიცეს, საერთოდ ვერავის ვერაფერი დაუმტკიცეს. 400-დღიანი უწყვეტ-ნაწყვეტი პროტესტი შენარჩუნებული აქვთ იმით, რაც დღეს თქვეს. რა იყო მათი აქციის მთავარი მიზანი? ქართველ ხალხს კი არ დაანახონ, ერთმანეთს კი არ დავენახოთ, არამედ რასა იუკვნევიჩიანეს, რომ გადმოგვხედოს მისმა მოწყალე თვალმა, ფლოტი გამოაგზავნოს ან დესანტი ჩამოსვლას და მოაცილოს ეს საზიზღარი უზურპატორი ხელისუფლება – ამ დონის აზროვნებასთან
დღესაც ვნახეთ ზუსტად იგივე 3 000 ქართველი ხალხი, რომელიც წინაზე იყო და ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ? 3 000 ადამიანი პარლამენტში არა თუ ერთი, ნახევარი მანდატიც არ არის. ნახევარი მანდატის წარმომადგენლები ფიქრობენ ამ ქვეყნის აყირავებას? ამიტომაც დაეჯაჯგურნენ პრეზიდენტის რეზიდენციის გალავანს, ამიტომაც შევარდნენ. მგონი, მართლა ჰგონიათ, რომ ადამიანები მხარს უჭერენ. ამიტომაც გაუკვირდათ, პოლიციამ ერთი წკიპურტით რომ გამოაგდო პრეზიდენტის რეზიდენციიდან. რუსთაველის გამზირზე მურთაზ ზოდელავას სახეზე ეტყობოდა გაოგნება, როდესაც ამხელა არმიის მთავარსარდალი, რომელსაც პრეზიდენტის რეზიდენციის გასაღები უნდა ჩაედო, პარლამენტის წინ 20 კაცისამარა დარჩა და ხელის გაყრით, ციმ-ციმ მიიყვანეს პოლიციის მანქანაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იყო სიყალბის ერთი წელი, რომელმაც თავისი დადებითი შედეგები მოიტანა, რადგან „სიყალბე, პოლიტიკური სიბინძურე, ყველაფერი ამოვიდა ზედაპირზე“.

„ყველაფერი დავინახეთ, ყველა გაიშიფრა, როგორც შიგნით, ისე გარეთ; ყველა დავინახეთ, ყველა ქართველი, რომელიც უცხოელს ცალ ფეხზე უდგას, დავინახეთ ყველა უცხოელი, რომელიც აქ იმისთვის არის ჩამოსული, რომ ცალ ფეხზე დააყენოს ქართველი ხალხი; ყველა გარედან, ასე ვთქვათ, დაკვეთების მიმცემი, ფულის გადამხდელი და ყველაფერი დავინახეთ. დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის ყველა მანკიერება საქართველოს ამ ერთწლიან მაგალითზე გამოჩნდა. ამიტომ, ეს იყო დიდი გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის, რომ მივხვდეთ, საერთო ჯამში, რა არის ანტიდოტი საქართველოს მიმართ ამ მოზღვავებული აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები