სანკტ-პეტერბურგელი არასრულწლოვანი გოგონა Roblox-ის თამაშში დედის მკვლელობას გეგმავდა, რაც რეალობაში განახორციელა

სანქტ-პეტერბურგელი სკოლის მოსწავლე გოგონა თამაშში “Roblox” დედის მკვლელობის იმიტაციას ახდენდა, რაც მოგვიანებით რეალურ ცხოვრებაშიც განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ის არხმა SHOT- მა გაავრცელა.

არხის ინფორმაციით, 13 წლის გოგონამ ვირტუალურ სივრცეში შექმნა ავატარი და ბინის დაბომბვის სცენა განასახიერა.

გავრცელებული ცნობით, სკოლის მოსწავლე რეგულარულად დიდ დროს ატარებდა კომპიუტერულ თამაშსა და სოციალურ მედიაში.

დედა-შვილს შორის კონფლიქტი ეკრანთან გატარებული დროის მუდმივი შეზღუდვის გამო გამწვავდა. გოგონა ასევე გაღიზიანებული იყო იმით, რომ დედამისი მეგობრებთან ერთად დროის გატარების საშუალებას არ აძლევდა.

ინტერნეტში გავრცელებული ცნობით, ტრაგედიის დილით მათ კიდევ ერთხელ იკამათეს, რომლის დროსაც გოგონამ დანა აიღო და დედა სასიკვდილოდ დაჭრა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები