ბანგლადეშის ღარიბულ რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 1500 სახლი გაანადგურა – ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა(ფოტო,ვიდეო)

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, ყველაზე დიდ ღარიბულ დასახლებაში მომხდარმა მასშტაბურმა ხანძარმა, დაახლოებით, 1500 სახლი სრულად გაანადგურა.

დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ათასობით მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა.

ხანძარი ღამის საათებში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რადგან უბანში ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული სახლები ძირითადად მარტივი, აალებადი მასალებით იყო აშენებული.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მეხანძრეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ჩააქრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მრავალრიცხოვანი ჯგუფი. მათი თქმით, რთული ინფრასტრუქტურისა და ვიწრო ქუჩების გამო ტექნიკის მიყვანა გართულდა, რაც ცეცხლის ჩაქრობას აფერხებდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაზარალებულების ნაწილმა ღამე დროებით თავშესაფრებში გაატარა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მუშაობენ გადარჩენილების სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველსაყოფად, ხოლო ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები