“იგლ ჰილსის“ ეს ინვესტიცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია” – მარიამ ლაშხი
“იგლ ჰილსის“ ეს ინვესტიცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, გარდა იმისა, რომ დუბაის აღმშენებლობაში, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაში „ემაარი“ არის მთავარი აქტორი, კრიტიკოსებს შეუძლიათ, არაერთ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ ინვესტიციებს გადაავლონ თვალი.
“მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს მიწა იყიდება, ეს არის ტყუილი და სიცრუეზე აგებული კამპანია.
იყო სპეკულაცია, რომ თითქოს არაბიზაცია მოხდება, ესეც სრული სიცრუეა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა და ის ძლიერი ბერკეტები, რაც არის საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილში, აქვს სახელმწიფოს ძალიან მკაფიოდ და ძლიერად“, – აღნიშნა ლაშხმა.