„გახარია – საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, სადაც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა

„ჩიხურია სიტუაცია. პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, რომელშიც შევიდა, რომელშიც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა და ეს მოსალოდნელიც იყო“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია და აქვე აცხადებს, რომ ახლა მათ „ორგანიზაციის კრიზისი“ აქვთ.

„დღეს ბევრად უფრო ფრუსტრირებულია საზოგადოება. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია. მარტო პროტესტი ამას თავისთავად ვერ იზამს. პროტესტი არის საზოგადოებრივი ნება, ამის გამოხატულება უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია. ორგანიზაციის კრიზისი გვაქვს ახლა ჩვენ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ითავოს ან გაერთიანება, ან ერთობა, ან ფლაგმანი იყოს, ლოკომოტივი იყოს, მაღალი ნდობა ჰქონდეს, ამის კრიზისი გვაქვს და მე ასე ვუყურებ, რომ დღეს პარტიული პოლიტიკის მიღმა უნდა დავინახოთ პროცესი. ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. შესაძლებელია მოგვიწიოს გასვლა უსამართლო არჩევნებში და ეს არჩევნები ბრძოლის ახალ ველად უნდა ვაქციოთ, რაც არ გამოვიდა 4 ოქტომბერს და სამწუხაროდ, მცდელობებიც არ იყო საკმარისი. 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ შედეგი დადო ისეთი, როგორიც დადო იმიტომ, რომ პრაქტიკულად დაამარცხა ყველა მიმართულება“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები