ოზურგეთის მერის მოადგილე გურამ გოლიაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ურეკში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ოზურგეთის მერის მოადგილე გურამ გოლიაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ურეკში გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, ზედა ურეკში დასრულების ეტაპზეა 400 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა.

„სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.

პროექტის ღირებულება 191 000 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები