ოზურგეთში, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო პროცესს გაეცნენ

ოზურგეთში, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო პროცესს გაეცნენ.

ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მოიდანახეს უბნის და რკინა-ბეტონის ბინებთან სპორტული მოედნების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 255 000 ლარს შეადგენს, რომელიც ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და დაგეგმილია, რომ დეკემბრის თვეში დასრულდება.

მერის განცხადებით, ახალგაზრდებს უნდა მიეცეს საშუალება, რათა სპორტული ცხოვრების წესით იცხოვრონ და ამისთვის მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც სჭირდებათ. მისივე თქმით, ოზურგეთში სპორტის მიმართულებით ბევრი სიახლე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები