გია აბაშიძე: ადრე თუ გვიან ივანიშვილების ოჯახის სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს თაღლით შვეიცარიელ ბანკირებთან საერთაშორისო დავებში და, აღსრულების თანახმად, მათ დაუბრუნდებათ მიტაცებული თანხები
“Deep state-ის ლეგიონერები ბიძინა ივანიშვილისათვის ფინანსური სანქციების დაკანონებაში ერთ-ერთ საერთაშორისო დავაში ჩავარდნენ – ბერმუდას სამართლებრივ დავაში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა “კრედიტ სუისთან” სრულად გაიმარჯვა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.
„Deep state-ის ლეგიონერები ბიძინა ივანიშვილისათვის ფინანსური სანქციების დაკანონებაში ერთ-ერთ საერთაშორისო დავაში ჩავარდნენ – ბერმუდას სამართლებრივ დავაში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა “კრედიტ სუისთან” სრულად გაიმარჯვა.
სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.
ადრე თუ გვიან ივანიშვილების ოჯახის სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს თაღლით შვეიცარიელ ბანკირებთან საერთაშორისო დავებში და აღსრულების თანახმად, მათ დაუბრუნდებათ მიტაცებული თანხები”, – წერს აბაშიძე.