ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობა მოქალაქეებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს.
“ქალაქ ჩხოროწყუში, ა(ა)იპ ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა” სისხლის უანგარო დონორთა აქცია – ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” გამართა. ორგანიზაცია დონაციით მიღებული სისხლით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერიისა და ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები