გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

,,წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3კგ;

• ქათამი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;

• ყველი – 3 კგ;

• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;

• კექსი 1 ცალი;

• კიტრი და პომიდორი 2-2 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები