“რადიკალური ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარე სანქციებზე” – ირაკლი ქადაგიშვილი

“რადიკალური ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარე სანქციებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როცა მოსახლეობაში არ აქვთ დასაყრდენი და ხალხზე მათი აღვირახსნილი პროპაგანდა არ ჭრის, ერთადერთი დარჩენიათ, რომ იქნებ, ამ ქვეყანას ისეთი სანქციები დაედოს, ქვეყანაში ცხოვრება გაუარესდეს და ხალხი გარეთ ამ საბაბით მაინც გამოვიდეს. მათი პოლიტიკური აზროვნების მთელი ფილოსოფია ეს არის, იმ გარე მხარდამჭერებისაც, ვინც საქართველოში ახალისებენ რადიკალიზმს, კანონის დარღვევას, რათა სპეკულაციების საშუალება ჰქონდეთ“, – თქვა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები