“შსს-ს მიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა, ჩვენი მთავარი მიზანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს გზებზე” – ალექსანდრე დარახველიძე

“საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის 2-3 ადამიანი, ხოლო ყველაზე მაღალია – 7 ადამიანი, რაც რუმინეთში ფიქსირდება”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

სხდომაზე არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა იქნა წარდგენილი.

როგორც მან განმარტა, შსს-ს მიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა, ჩვენი მთავარი მიზანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს გზებზე.

“გასულ 2024 წელს, ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 444 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა – 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით.

ასევე, გაზრდილია ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი.

სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ ის სამართალდარღვევები, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების დაცვას. შსს-ს მიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა, ჩვენი მთავარი მიზანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, იმისათვის, რომ ნაკლები ადამიანი დაშავდეს გზებზე”, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები