IBTM World 2025 საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა – მაკო ლეკიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაში წარდგენილია ქართული კერძო სექტორი. „თრეველ შოპის“ წარმომადგენელი მაკო ლეკიშვილი IBTM World 2025 -ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს:

„ჩვენი კომპანია უკვე 14 წელია ამ გამოფენაში მონაწილეობს. IBTM საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის. აქ წარმოდგენილები არიან როგორც ევროპის, ასევე აზიის უმსხვილესი კომპანიები.“

IBTM World 2025-ის ფარგლებში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების გამართვის თაობაზე.

IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები