გიორგი ჩაკვეტაძე – მარტა კოსის განცხადებაზე: ეს ხალხი დესტრუქციულ ჯგუფებს ეხმარება გარკვეული მიზნების მიღწევაში

“ეს ხალხი დესტრუქციულ ჯგუფებს ეხმარება გარკვეული მიზნების მიღწევაში,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„პირდაპირ ეთერში იყო აღიარება იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს ხალხი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფრო მეტიც, დესტრუქციულ ჯგუფებს ეხმარება გარკვეული მიზნების მიღწევაში. ჩვენთან ეძებენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებს და თურმე თვითონ ცდილობენ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა თქვა, რომ “საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები