კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს თეატრისა და კინოს რეჟისორს – ავთანდილ ვარსიმაშვილს
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს თეატრისა და კინოს რეჟისორს ავთანდილ ვარსიმაშვილს.
,,ბატონი ავთანდილი არაერთი პოპულარული ფილმისა და სპექტაკლის რეჟისორია. მისი შემოქმედება ერთნაირად საინტერესოა ყველა თაობის მაყურებლისთვის და არასდროს კარგავს აქტუალობას.
ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში”, – წერია ინფორმაციაში