“პარლამენტში გახარიას პარტიის შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს” – მაჭავარიანი
“ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„გარე უფროსებმა გახარიას შემთხვევაში ისეთი ხაზი დაიკავეს, თითქოს, კონსტრუქციულია და გახარიას მანდატებიც „შავი დღისთვის“ შემოინახეს. მათ ოპოზიციის დიდი ნაწილი ქუჩაში დატოვეს, რადგან ეგონათ, რომ „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წაიყვანდნენ. გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს. როგორც ჩანს, სურთ, ბოლო კარტები არ გადაყარონ და პარლამენტში თავიანთი მესიჯბოქსის გამხმოვანებლები ჰყავდეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.