დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში ჩავიდნენ.
ვიზიტი ანგლიკანურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
დახვედრის ღონისძიებაზე ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
ვიზიტი შუადღისას სიქსტის კაპელში ერთობლივი ლოცვით დაგვირგვინდა.
ეს პირველი შემთხვევაა უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში, როდესაც ბრიტანელი მონარქი, ინგლისის მეფე, რომელიც ამავდროულად ინგლისის ეკლესიის მეთაურია, პაპთან ერთად საჯაროდ ლოცულობს.