შალვა პაპუაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე: უმჯობესია, ყველა საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა ისაუბრონ

,,უმჯობესია, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბრონ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რატომ არ არის დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, შინაარსობრივი კომენტარი სწორედ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ.

„ვფიქრობ, რომ უმჯობესია, ამ საკითხებზე შინაარსობრივი კომენტარი მათ გააკეთონ.
გუშინ იყო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ. რა მხრივ, რა შინაარსით, ეს ყველაფერი მათი კომპეტენციაა, რომ გაასაჯაროონ და ამაზე ისაუბრონ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები