ლევან მაჭავარიანი: რომ გითხრათ, გასაკვირია მათი დუმილი, უნდა მოვიტყუო იქიდან გამომდინარე, რომ მათივე წახალისებული იყო 4 ოქტომბრის დამხობის აქცია

,,რომ გითხრათ, გასაკვირია მათი დუმილი, უნდა მოვიტყუო იქიდან გამომდინარე, რომ მათივე წახალისებული იყო ის 4 ოქტომბრის დამხობის აქცია”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ევროპელი კოლეგების დუმილს.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობის მიუხედავად ისინი დუმილის რეჟიმში არიან.

„რომ გითხრათ, რომ გასაკვირია მათი დუმილი, უნდა მოვიტყუო იქიდან გამომდინარე, რომ მათივე წახალისებული იყო ის 4 ოქტომბრის დამხობის აქცია, როდესაც მათმა [ევროკომისიის] პრესსპიკერმა განცხადებით მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოხატა აქციის მიმართ. აქედან გამომდინარე, მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ და დაგმონ ეს ყველაფერი, თუმცა დუმილის რეჟიმში არიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები