ლევან მახაშვილი – ფიშერის საქმიანობის მოკვლევაზე: როდესაც არსებობს ლეგიტიმური და საფუძვლიანი კითხვები ელჩთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს აუცილებლად სჭირდება პასუხი
„როდესაც არსებობს ლეგიტიმური და საფუძვლიანი კითხვები ელჩთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს აუცილებლად სჭირდება პასუხი,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სწორი, პასუხისმგებლობიანი მიდგომა. როდესაც არსებობს ლეგიტიმური და საფუძვლიანი კითხვები ელჩთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს აუცილებლად სჭირდება პასუხი და ეს ის პასუხისმგებლობიანი მიდგომაა, რასაც ყველა პარტნიორისგან ველით. კითხვებისგან გაქცევის ნაცვლად, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, ყველამ უნდა შეისწავლოს მსგავსი ტიპის საქმეები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს მათივე ქვეყნების რეპუტაციაზე და გადასახადების გადამხდელთა ფინანსებზე აისახება“, – აღნიშნა მახაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას შეკითხვით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, შეხვედრია თუ არა ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს ან პოლიტიკოსებს, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.