გიორგი ვოლსკი: როდესაც განზრახ არღვევ კანონს იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს, სახელმწიფოს მართებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება და კანონის გამკაცრება
,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით შესულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
„სიტყვის თავისუფლება დაცულია, გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ როდესაც განზრახ არღვევ კანონს იმისათვის, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს, რასაკვირველია სახელმწიფოს მართებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება და კანონის გამკაცრება“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, პარლამენტმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.