ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი პარლამენტთან აქციაზე მივიდა
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.
ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.